ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში დუდა სანაძის „ბორაცი“ „ციბონას“ დაუპირისპირდა და 5-ქულიანი სხვაობით 77:82 წააგო. ბორაცელები ძირითადად ლიდერის როლში იყვნენ, თუმცა, ბოლო მეოთხედი 14:24 დათმეს და შესაბამისად, დამარცხდნენ.
ქართველი კალათბურთელი სერბული კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე არასრული 25 წუთი იმყოფებოდა, რა დროშიც დუდამ 9 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.
ბორაცმა 8 მოგებიტა და 18 მარცხით ადრიატიკის ლიგის მიმდინარე სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ სანაძე სერბულ კლუბს სწორედ ამ სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი 21.5 წუთი, 11.3 ქულა, 1.1 მოხსნა, 1.8 პასია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია