ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის დაწყებამდე ცუდად გახდა. როგორც კვიპროსული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, თამაშამდე თემურმა ძლიერი სისუსტე იგრძნო.
მატჩის შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევა ჩაუტარდა, რაც საჭირო იყო ყველანაირი სიფრთხილისთვის. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყველაფერი რიგზეა და ქეცბაია თავს კარგად გრძნობს.
„გვინდა, თემურ კარგად ყოფნა ვუსურვოთ და იყოს ძლიერი, როგორც არასდროს“, - წერს „ანორთოსისის“ ვებგვერდი.
შეგახსენებთ, ფამაგუსტელებმა „ოლიმპიაკოსთან“ 0:2 წააგეს და მიმდინარე სეზონში ერთადერთი ამოცანა აქვთ შესასრულებელი - კვიპროსის თასის ფინალში არიან გასულები.