საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსში“ ტრანსფერი როგორც ჩანს, არც ისე არარეალური და წარმოუდგენელია. მოსალოდნელ ტრანსფერზე ისეთი გამოცემები წერენ, როგორებიც Gazzetta Dello Sport-ი და Il Messaggero არიან.
წყაროების თანახმად, „იუვე“ კვარაცხელიასთან უკვე შეთანხმებულია და ტრანსფერს ერთადერთი წინაპირობა აქვს - ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვონ.
„იუვენტუსმა“ „მილანს“ კონკურენციაში აჯობა და ფეხბურთელთან პრინციპული შეთანხმება აქვს, რომელმაც თანხმობა უკვე განაცხადა. ახლა საჭიროა, „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. ის იქნება პირველი ქართველი „ბებერი ქალბატონის“ ისტოირიაში. „იუვე“ ნიჭიერ ახალგაზრდებზე ნადირობს, კვარაცხელია უფრო ახლოსაა, მინიმუმ მეოთხე ადგილზე გასვლის შემთხვევაში“, - წერს Gazzetta.
თუმცა, როგორც ჩანს, ხვიჩას მხოლოდ იტალიური ვარიანტები არ აქვს. ბრიტანული მედია „ლიდს იუნაიტედის“ ინტერესზეც წერს და footballfancast-ის გავრცელებული ინფორმაციით, „ლიდსის“ სპორტულმა დირექტორმა ვიქტორ ორტამ „რუბინის“ შემტევის აგენტთან შეხვედრა გამართა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ი მას 15 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ „რუბინი“ მინიმუმ 20 მილიონ ევროდ შეელევა. მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ მახსოვს ვინ იყო ზუსტად, მაგრამ ერთ-ერთმა ფორუმელმა დაგიწერათ კომენტარი და განგიმარტათ რომ თამაშგარე კი არა, "ძელის მიერ მოგერიებული" ბურთის დამატების უფლება არ აქვს დამრტყმელ ფახბურთელს. იმის ნაცვლად რომ მადლობა გეთქვათ და თან ჩაგესწორებინათ, იმ პატიოსან კაცს კომენტარი წაუშალეთ და შეცდომით ჩაასწორეთ. ახლა ამასაც წაშლით ალბათ, მაგრამ სტატია მაინც ჩაასწორეთ, ისე რომ აღარ დაუშვათ შეცდომა. მადლობა