ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში შინ ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან“ 0:2 წააგო. თავისი გუნდის თამაშით იმედგაცრუებული გახლდათ თემურ ქეცბაიამ, რომელმაც განაცხადა, რომ სახლში წავიდოდა, წინ თასის ფინალი რომ არ იყოს.
„სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან დღეს მოედანზე არც ვჩანდით, თუმცა ეს არ აკნინებს „ოლიმპიაკოსის“ გამარჯვებას. ჩემი გუნდის გამო მრცხვენია, მე კი პირველი პასუხისმგებელი ვარ. ფინალი რომ არ გვქონდეს სათამაშო, ახლა აუცილებლად სახლში წავიდოდი. წინ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და მანამდე აქ დავრჩები. სიმართლე გითხრათ, ჩემი გუნდისგან ასეთ თამაშს არ ველოდი“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის ფინალში 15 მაისს, სწორედ ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.