ფეხბურთი

22:14 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კეილორ ნავასმა პსჟ-თან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„პარი სენ ჟერმენმა“ კეილორ ნავასს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

34 წლის მეკარემ პარიზელებთან ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. კოსტა რიკელი პსჟ-ს 2019 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 72 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 34-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

ნავასი „პარი სენ ჟერმენამდე“ „დეპორტივო საპრისას“, „ალბასეტეს“, „ლევანტესა“ და მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.

0.117556