ფეხბურთი

19:45 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლოს შვილს მესიჯებით ემუქრებიან: "მამაშენთან ერთად უნდა მოკვდე"

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს ვაჟს, ნიკოლო პირლოს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებენ და სიკვდილს უსურვებენ. ერთ-ერთი ასეთი შინაარსის მესიჯი 17 წლის მოზარდმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა.

„მამაშენთან ერთად უნდა მოკვდე“, - მისწერეს ნიკოლოს, რომელმაც ამის გამო კომენტარი გააკეთა:

„მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ვინმეს შეფასებას უკეთებს. ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც სურს და მეც ის ადამიანი ვარ, რომელიც ყოველთვის ამბობს სათქმელს და არადროს მსურდა, ვინმეს ჩემი სიტყვის თავისუფლება მოეკლა. მშობლებმა მასწავლეს, რომ ჩემი აზრი მქონოდა და პირველ რიგში სხვისთვის მომესმინა, მაგრამ ვფიქრობ, ზღვარი ყველაფერს აქვს და ეს ზღვარი გადალახულია. 17 წლის ვარ და ასეთ შეტყობინებებს ყოველდღე ვიღებ არა იმიტომ, რომ მე რაღაც ცუდს ვაკეთებ, არამედ იმიტომ, რომ მწვრთნელის შვილი ვარ, რომლის ნამუშევარი შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს.

ყოველდღე ვიღებ შეტყობინებებს, სადაც ისინი სიკვდილს მისურვებენ და შეურაცხყოფას მაყენებენ. გთხოვთ, ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილას და როგორც იგრძნობდით თავს“, - დაწერა ნიკოლომ.

შეგახსენებთ, ანდრეა პირლოს მუშაობით „იუვენტუსის“ გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან და „ბებერი ქალბატონი“ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის საფრთხის ქვეშ იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112049