ფეხბურთი

18:27 | 26.04.2021 | ნანახია 0 - ჯერ

"ბორდოს" ფეხბურთელმა სათადარიგო სკამზე დაიძინა, მის გუნდს კი 9 ტურში 8 წაგება აქვს...

ჟირონდას „ბორდო“ კრიზისშია და საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდნა ემუქრება. ბოლო ტურში ჟან-ლუი გასეს გუნდმა უშუალო კონკურენტ „ლორიენთან“ 1:4 წააგო და მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმა.

„ბორდოს“ თავდამსხმელმა ჯიმი ბრიანმა კი სათადარიგო სკამზე დაიძინა. როდესაც „ლორიენი“ 3:0-ს იგებდა, ტელეკამერებმა დააფიქსირეს ბრიანი, რომელიც ძილს მისცემოდა და თავისი გუნდის გასაჭირი სულაც არ აღელვებდა.

„ბორდოს“ ბოლო 9 ტურში 8 წაგება აქვს და 36 ქულით მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 5 ქულით უსწრებს.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064929
სარეკლამო ადგილი - 99
X x X