ფეხბურთი

21:24 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "მე ფეხბურთთან ვარ დაკავშირებული, ანიელი კი ფულთან"

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ სუპერლიგის პროექტი ლიკვიდირებულია და ეს საკითხი დაიხურა. გარდა ამისანი, სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტი და „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია.

„სუპერლიგის შესახებ მანამდე რომ მცოდნოდა, ყველაფერს გავაკეთებდი მის თავიდან ასაცილებლად და ჩვენს მეგობრებს, „დორტმუნდს“ და პსჟ-ს დავიხმარდი. საბოლოოდ, ეს არის ლიკვიდირებული პროექტი, მიუღებელი და ახლა მნიშვნელოვანია კლუბების, რომლებმაც აღიარეს თავიანთი შეცდომა, საფეხბურთო ოჯახში დაბრუნდნენ. საკითხი საბოლოოდ დახურულია.

მათ გაიგეს, რომ ფეხბურთი ისე არ მუშაობს, როგორც ბიზნესი, ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი გასროლა იყო. ანიელი? ის სხვა თაობის წევრია, ჩემგან განსხვავებული ადამიანია. მე ფეხბურთს ვთამაშობდი, მიბმული ვიყავი ფეხბურთზე და არა მხოლოდ ფულზე“, - თქვა რუმენიგემ.

0.115447