ფეხბურთი

16:08 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანრი სუპერლიგაზე: "შოკირებული ვიყავი"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ სუპერლიგაზე თავისი აზრი დააფიქსირა. მისი თქმით, შოკირებული იყო, როდესაც სუპერლიგის დაარსებაზე გაიგო და არ სჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა.

„ნამდვილად შოკირებული ვიყავი, ისევე როგორც ადამიანების უმეტესობა და არ მჯეროდა, რაც ხდებოდა. აქამდე არასდროს გამომითქვამს ჩემი აზრი, მაგრამ მესმის გულშემატკივრების, მე „არსენალის“ ქომაგი ვარ და მესმის ფანების. ვამაყობ იმით, რასაც მათ მიაღწიეს, არამხოლოდ „არსენალის“, არამედ ყველა გულშემატკივრის გამო“, - თქვა ანრიმ.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის იდეა ჩაიშალა, თუმცა ოთხი კლუბი ისევ მხარს უჭერს პროექტს და ფლორენტინო პერესი ამბობს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა.

0.119041