საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პატრის ევრა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ხშირად სახალისო ვიდეობსაც აქვეყნებს. ამჯერად ის „იუვენტუსის“ მაისურში შეიმოსა და ყოფილი კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.
თუმცა, არა ხუმრობით, არამედ სერიოზულად და თავისი აზრი დააფიქსირა. ფრანგი თვლის, რომ ტურინელებმა ყველაზე დიდი შეცდომა მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებით დაუშვეს.
„ჩვენთვის ნამდვილად რთული სეზონი გამოდგა და მეც ისე ვწუხვარ, როგორც თქვენ (გულშემატკივრებს მიმართა) სამწუხაროდ, სკუდეტოს მოპოვება შუძლებელი იქნება. „ინტერი“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და უნდა მივულოცოთ. „ინტერში“ მიხვდნენ, რომ გამარჯვებისთვის „იუვეს“ ყოფილი წევრები სჭირდებოდათ. ხუმრობის გარეშე, ანტონიო კონტეს სამუშაოს დაუფასებლობა არ შეიძლება, ის საოცარი მწვრთნელია და სხვა პლანეტიდაანაა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჯუზეპე მაროტა, რომელიც მიყვარს, მან „იუვენტუსში“ საოცარი ტრანსფერები განახორციელა,უფასოდ დაიმატა ანდრეა პირლო, პოლ პოგბა, კინგსლი კომანი, კარლოს ტევესი და მეც. ძალიან დამეხმარა, როცა ტურინში ვიყავი.
ანდრეა პირლო ჩემი მეგობარია, საოცარი ფეხბურთელი და ადამიანი. მინდა, „იუვენტუსში“ რაც შეიძლება დიდხანს იმუშაოს, თუმცა, კლუბმა წარსულში შეცდომები დაუშვა. ყველაზე დიდი შეცდომა ალეგრის გათავისუფლება იყო. ის დიდი და ჭკვიანი მწვრთნელია. მას გულშემატკივრები მაშინაც აკრიტიკებდნენ და სძულდათ, როდესაც სკუდეტოებს იგებდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაჰყავდა. ტიფოზებს ეგონათ, რომ ის მილანისტა იყო, მაგრამ მერწმუნეთ, მას უყვარდა და უყვარს „იუვენტუსი“, - თქვა ევრამ.
შეგახსენებთ, პატრის ევრა „იუვენტუსში“ 2014 წლის ზაფხულიდან 2017 წლის იანვრამდე თამაშობდა და 82 მატჩში 3 გოლი გაიტანა.