ფეხბურთი

12:36 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ"

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 33-ე ტურში საკუთარ მოედანზე სევილიის „ბეტისს“ (0:0) ვერ მოუგო, თამაშის შემდეგ კი ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდის გამხნევება სცადა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, გუნდს უნდა სჯეროდეს იმის, რასაც აკეთებს.

„ჩვენ ერგულები ვართ იმის, რასაც ვაკეთებთ, გვწამს იმის, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ დღეს ნამდვილად გვქონდა პრობლემები. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმისადმი რწმენა, რაც არ უნდა მოხდეს, წინ წავალთ. რაც შეეხება აზარს, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ ედენს აღარაფერი აწუხებს და გვჯერა, რომ წვლილს შეიტანს ჩვენს წარმატებაში“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „რეალი“ 71 ქულით მეორე ადგილზეა და „ატლეტიკოს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112174