მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ საკუთარ თავს საიუბილეოდ კარგი საჩუქარი მიუძღვნა - შტუტგარტის „პორშეს“ დიდი პრიზის ფინალში გავიდა. ნახვარფინალში მან დაძაბულ ბრძოლაში, 4-6, 7-6(5), 6-2 მოუგო უკრაინელ ელინა სვიტოლინას.
პირველი სეტი სვიტოლინამ მოიგო და მეორეშიც ის 5-4 იყო წინ, მაგრამ ბარტიმ თამაშის შემობრუნება, ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო. სვიტოლინამ პირველ სეტში საკუთარ მოწოდებაზე შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს მხოლოდ ექვსი ქულა დაუთმო.
მეორე სეტის დასაწყისში, ბარტიმ, ვისაც 25 წელი შეუსრულდა, 3-0 დაწინაურება შეძლო. როცა ავსტრალიელი 4-1 იგებდა, უკრაინელმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო. სეტი ტაიბრეიკზე გაგრძელდა, სადაც მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა შეძლო მოგება.
მესამე სეტში ბრძოლა აღარ ყოფილა - ბარტიმ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მთელ სეტში თავის მოწოდებაზე მხოლოდ ხუთი ქულა დათმო და ფინალის საგზურსაც დაეუფლა.
მეორე ფინალისტია ბელარუსი არინა საბალენკა, ვინც რუმინელ სიმონა ჰალეპს 6-3, 6-2 მოუგო. საბალენკამ სამჯერ მიაქღწია ბრეიკს და მეტოქეს ამის საშუალება ერთხელაც არ მისცა.
ბარტი და საბალენკა ერთმანეთს მეშვიდედ შეხვდებიან. წინა ექვს შეხვედრაში მათ 3-3 მოგება აქვთ. მათი ბოლო დაპირისპირება მაიამის წლვანდლ ღია პირველობაზე გაიმართა და ის ავსტრალიელის გამარჯვებით (6-4, 6-7, 6-3) დასრულდა.