ბარსელონას ღია პირველობის ფინალში, ერთმანეთს რაფაელ ნადალი და სტეფანოს ციციპასი შეხვდებიან. ესპანალმა ორ სეტში, 6-3, 6-2 მოუგო თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტას, ბერძენმა კი იტალიელი იანიკ სინერი 6-3, 6-3 დაამარცხა და ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა.
ნადალისთვის ეს ბარსელონას ტურნირზე მე-12 ფინალია. წინა 11 ფინალი მას მოგებული აქვს. მეექვსე ნომრად განთესილი მეტოქისგან მას წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ შეხვედრია.
ასევე იოლი გასეირნება ჰქონდა მეორე ნომრად განთესილ ციციპასს, ვინც საქმე საათსა და 23 წუთში დაასრულა. პირველ სეტში მან მეტოქე მერვე გეიმში გატეხა და მეცხრეში, თავის სერვისზე დაამთავრა სეტი. მეორე სეტში 19 წლის სინერს საკუტარ მოწოდებაზე გაუჭირდა - მხოლოდ 52 პროცენტზე შეძლო ქულის აღება.
ციციპასმა ახლახანს მონტე კარლოს მასტერსი მოიგო და სეტი არამხოლოდ ბარსელონაში, არამედ თიხნარის სეზონში არ აქვს წაგებული. ის ბარსელონას ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ამასთან, ეს ამ სეზონში მისი მესამე ფინალი იქნება. პირველად ფინალს მარტში, აკაპულკოს (მექსიკა) ტურნირზე მიაღწია.