ფეხბურთი

18:43 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას არ ვიმსახურებთ"

ინგლისურმა „ლივერპულმა“ პრემიერლიგის მორიგ ტურში „ნიუკასლ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო ორი ქულა დაკარგა (1:1). იურგენ კლოპი თამაშის შედეგი იმედგაცრუებული დარჩა და თქვა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს არ იმსახურებს.

„შესანიშნავი გოლი გავიტანეთ, მაგრამ თამაში ჩვენს სასარგებლოდ ვერ დავასრულეთ, საკმარისად კარგად არ გვითამაშია. მათ თამაშში დარჩენის საშუალება მივეცით, „ნიუკასლის“ პირველი გოლი არ ჩაითვალა, მაგრამ საჩუქარი ვერ შევირგეთ. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. 70%-იანი ბურთის ფლობა გვქონდა, თუმცა 80%-იანი უნდა გვქონოდა. განსაკუთრებული ვერაფერი მივიღეთ, 1 ქულა დამარცხებას ჰგავს. დღეს ვერ ვხედავ, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვიმსახურებთ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 54 ქულით მეექვსე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 5 ტურია დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106009