ფეხბურთი

15:08 | 24.04.2021 | ნანახია 0 - ჯერ

"დილა" "შუქურასთან" მარცხს გადაურჩა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტური და შესაბამისად მეორე წრე ქობულეთის „შუქურასა“ და გორის „დილას“ მატჩით დაიწყო.

გორელები ევროზონაში არიან და პირველ წრეში საკმაოდ კარგი ფეხბურთიც აჩვენეს, ამიტომ ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ გიორგი შაშიაშვილის გუნდის ძლევა ვერ მოახერხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა მეორე ნახევარში გოლები გაცვალეს. ჯერ მიშიკო სარდალიშვილმა „შუქურა“ დააწინაურა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ჩიტეიშვილმა გაათანაბრა და ანდრეი დემჩენკოს გუნდი მარცხს გადაურჩა.

ქობულეთს „შუქურა“ 13 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „დილას“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება.

„შუქურა“ – „დილა“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (54), 1:1 ჩიტეიშვილი (75)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:11 | 17.08.2015
ambako (2432)

საქართველოს თასი
ჩიხურა მერცხალი 1-0; საბურთალო ვიტ ჯორჯია 0-2
0?'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335':'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335'))
"უკმაყოფილო ვარ შედეგით, თამაშით კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ ფრეს ვიმსახურებდით, არ მინდა საერთოდ მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ ხინთიბიძის მოცელვისათვის, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა-პენალტს ვიმსახურებდით"-გვითხრა ნამატჩევს "მერცხალის" პრეზიდენტმა, მამუკა გოგუაძემ

14:27 | 17.08.2015
skeleton (244)

საღოლ კობახ,მეორე რასაკაიფო შეუგდია

0.072645