ფეხბურთი

1:58 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი უელსის ნაკრებიდან დაითხოვეს, მას ბრალი ქალებზე ძალადობაში ედება

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაიან გიგზი დაითხოვეს. მიზეზი კი ის არის, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს 30 წლის ქალბატონისთვის სხეულის მძიმე დაზიანებაში და 20 წლის ქალბატონზე ძალადობაში ადანაშაულებენ. მას ბრალი უკვე წარედგინა.

ორივე ბრალდება ეხება ინციდენტს, რომელიც 2020 წლის 1 ნოემბერს მოხდა. ერთ-ერთ დაზარალებულს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდება. გიგზი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ 28 აპრილს მანჩესტერისა და სალფორდის სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.

„მე პატივს ვცემ სამართლებრივ პროცედურას და მესმის ბრალდების სერიოზულობა. მსურს, ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო და სასამართლოში დანაშაულს არ ვაღიარებ. მინდა რობერტ პეიჯს და სამწვრთნელო შტაბს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები ვუსურვო“, - თქვა რაიანმა.

რაიან გიგზსს უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტ პეიჯი შეცვლის და სწორედ ის უხელმძღვანელებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც უელსელები A ჯგუფში იტალიასთან, თურქეთთან და შვეიცარიასთან ერთად ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115384