ევროპის სუპერლიგის დამფუძნებელ გუნდებს შესაძლოა სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწიოთ. საქმე ისაა, რომ 12-ვე კლუბმა სუპერლიგაში შესვლის დროს კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2025 წლამდეა.
მანამდე არცერთ გუნდს სუპერლიგის დატოვება არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპენსაცია ექნებათ გადასახდელი. ესპანური მედია წერს, რომ ეს კომპენსაცია ერთ გუნდზე 300 მილიონ ევროს შეადგენს.
„ჯერჯერობით სუპერლიგიდან არცერთი გუნდი გასულა, ყველას სავალდებულო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, კომპენსაცია კი არავის გადაუხდია“, - თქვა ფლორენტინო პერესმა ორი დღის წინ.
გამოდის, რომ 12-ვე კლუბი ჯერ ისევ სუპერლიგაში რჩება და მიუხედავად მათ მიერ ვებგვერდებზე გავრცელებული განცხადებებისა, არცერთი წერს, რომ სუპერლიგა დატოვეს. როგორც ჩანს, ჯერ ყველაფერი დასრულებული მართლაც არ არის...