ფეხბურთი

16:56 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქები შეიცვალა

უეფამ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ბილბაოსა და დუბლინს ჩამოართვა. ორივე ქალაქმა გულშემატკივრების დასწრების გარანტია ვერ გასცა, რაც გადაწყვეტილების საფუძველი და ერთადერთი მოტივი გახდა.

უეფას კატეგორიული მოთხოვნა, რომ ევრო 2020 გულშემატკივრებით ჩატარდეს და ყველა ქალაქი ვალდებულია სტადონის ტევადონის 25% გახსნას. თუმცა, დუბლინმა და ბილბაომ ეს გარანტია ვერ გასცეს.

დუბლინში გასამართი მატჩები სანქტ-პეტერბურგსა (ოთხი თამაში) და ლონდონში (ერთი თამაში) გაიმართება, ხოლო ბილბაოს ასევე ესპანური ქალაქი, სევილია ჩაანაცვლებს, სადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩებს „ლა კარტუხა“ უმასპინძლებს, რომელიც არც „სევილიას“ და „არც „ბეტისის“ საშინაო არენა არაა.

სანქტ-პეტერბურგის, ლონდონისა და სევილიას გარდა ევროპის ჩემპიონატს კოპენჰაგენი, რომი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, გლაზგო, ბაქო, ამსტერდამი და მიუნხენი უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ მიუნხენიც საფრთხის ქვეშ იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გაირკვა, რომ მინიმუმ 14 500 გულშემატკივარს თამაშებზე დასწრების უფლებას მისცემენ, რის შედეგადაც მიუნხენი მასპინძელ ქალაქებს შორის დარჩა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. პირველი მატჩი კი რომში იტალიისა და თურქეთის ნაკრებებს შორისაა დაგეგმილი.

თეგებიევრო 2020
0.1263