23 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შვიდი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ექვსი, ლიგა 3-ის ორი და ლიგა 4-ის ერთი გუნდი იღებდა.
დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები 19 მაისს არის დაგეგმილი. გათამაშების დეტალური კალენდარი იხილეთ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
gff.ge