ფეხბურთი

2:02 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესის რეკორდი და "ბარსელონას" 3 ქულა

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და უპრობლემოდ სძლის, რის შედეგადაც „ატლეტიკოს“ უფრო წინ გაჭრის შესაძლებლობა არ მისცა.

მატჩის გმირი ლიონელ მესი იყო, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა, სხვათა შორის, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა რეკორდი დაამყარა - პირველი ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგის ზედიზედ 12 სეზონში მინიმუმ 25 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ლიონელს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მატჩის მიწურულს პენალტის შესრულება ანტუან გრიზმანს დაუთმო.

უნდა აღინიშნოს, რომ „ხეტაფეც“ ბრძოლაში იყო და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სტუმრები მხოლოდ 2:3 მარცხდებოდნენ, თუმცა, საბოლოოდ, „ბარსამ“ მაინც მოახერხა მეტოქის გატეხვა და სოლიდური უპირატესობით 5:2 მარჯვა. „ბარსელონას“ 68 ქულა აქვს და ლიდერ „ატლეტიკოს“ 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მასთან შედარებით თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული და შესაბამისად, საჩემპიონო ბრძოლაში ბოლომდე ჩაბმულია.

ამავე ტურში „ატლეტიკო“ ანხელ კორეასა და იანიკ ფერეირა-კარასკოს გოლებით „უესკას“ 2:0 აჯობა და ლიდერობა კიდევ ერთი ტურით შეინარჩუნა.

„ბარსელონა“ – „ხეტაფე“ 5:2 (3:1)

გოლები: 1:0 მესი (8), 1:1 ლენგლე (12, ა.გ),2:1 ჩაკლა (28, ა.გ), 3:1 მესი (33), 3:2 იუნალი (69, პენ), 4:2 არაუხო (87), 5:2 გრიზმანი (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114286