ფეხბურთი

17:15 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "სუპერლიგა არც არსებობდა, იქ მხოლოდ "რეალი" და "იუვენტუსი" ითამაშებენ"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სლოვენიურ გამოცემას ინტერვიუ მისცა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი. სლოვენიელი ყველაზე მეტად სწორედ მათი კლუბების, „რეალისა“ და „იუვენტუსის“ მიმართ არის კრიტიკული და მათ უეფას წევრებად აღარც მიიჩნევს.

„რომას“ და „მარსელის“ მფლობელებ ამერიკელები არიან, მათ მითხრეს, რომ ისინი არასდროს შევლენ ისეთ ტურნირში, რომელიც პატივს არ სცემს გულშემატკივრებსა და კლუბების ტრადიციას. არასამართლიანია იმის თქმა, რომ ამერიკელი მფლობელები განსხვავებულები არიან, თუნდაც მათი სპორტული სისტემა განსხვავებული იყო. ახლა ვისაუბრებთ ფეხბურთზე, შეხვედრაზე გადავწყვეტ ვის შეეძლება ჩემს გვერდით ჯდომა. თუ ამ კლუბებს კვლავ სურთ ჩვენს ტურნირებზე თამაში, მოუწევთ მოგვიახლოვდნენ და მომხდარი ერთად შევაფასოთ. დეტალებზე ახლა ვერ ვილაპარაკებ, ჩვენ იურისტებთან ვსაუბრობთ.

ინგლისურმა კლუბებმა აღიარეს თავიანთი შეცდომა და შეცდომას ყველა უშვებს. მე იმედგაცრუებული ვიყავი ყველა კლუბისგან, მაგრამ შესაძლოა ცოტა ნაკლებად „ბარსელონასგან“. ლაპორტა ძალიან ცოტა ხნის წნ აირჩიეს და მასთან ორი ან სამი სატელეფონო საუბარი მქონდა. მასზე გუნდში მემკვიდრეობით დახვედრილი ფინანსური მდგომარეობის გამო ზეწოლა იყო. ეს მაშინ ხდება, როდესაც მოთამაშეს იმაზე მეტს უხდი, ვიდრე უნდა გადაუხადო და შედეგი არ მოდის. მაგალითად, მიუნხენის „ბაიერნს“ ვალი არ აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კარლ-ჰაინც რუმენიგესთან და „დორტმუნდის“ გენერალურ დირექტორ იოახიმ ვაცკესთან კონტაქტზე ვიყავი, ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. ისევე, როგორც ნასერ ალ-ხელაიფი, რომელიც ლოგიკურად ერთ-ერთი პირველი უნდა შესულიყო სუპერლიგაში.

დღეს ერთი კლუბისგან მივიღე სუპერლიგის კალენდარი: ეს ძალიან სახალისო იყო, მხოლოდ მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“ ითამაშებენ, ყოველდღე. ბევრი რამ უკვე მოხდა, მაგრამ პარასკევამდე სიახლეებს კიდევ ველოდები. მჯერა, რომ ვინც ამბობს მშვიდად ვართო, სიმართლეს არ ამბობენ. მათთვის რთული ვითარებაა და არა უეფასთვის, რომელსაც 247 კლუბიდან 235-ის მხარდაჭერა, უფრო სწორად, 245-ის აქვს. მე მივითე ევროპული კლუბებისგან მხარდამჭერი მესიჯები, ველოდებით, რომ დანარჩენი გუნდები გააცნობიერებენ შეცდომას და პასუხისმგებლობას აიღებენ.

უეფას პრეზიდენტად ჩემი ყოფნა პერესს არ მოსწონს, მაგრამ სწორედ ეს არის ჩემთვის მოტივაცია, რომ ისევ პრეზიდენტი ვიყო. მას ისეთი პრეზიდენტი უნდა, რომელსაც დაიმორჩილებს, იმას გააკეთებს, რაც პერესს სურს, მე კი ვაკეთებ იმას, რაც ფეხბურთისთვის კარგია. ანიელი? ალბათ ზედმეტად გულიბრყვილო ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობია გულუბრყვილო ვიყო, ვიდრე მატყუარა. შაბათს 5 გუნდისგან გავიგე, რომ სუპერლიგაში შედიოდნენ, ანიელის დავურეკე და მან ყველაფერი უარყო, მითხრა, რომ ეს ტყუილი იყო, მერე კი ტელეფონი გათიშა.

ჩემი აზრით, სუპერლიგა არც არასდროს არსებობდა. ეს იყო მხოლოდ მდიდარი, ნებისმიერი სისტემისგან დამოუკიდებელი ფანტომური ლიგის შექმნის გზა. კონგრესის დელეგატებს, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ, ვუთხარი, რომ ყველაფერი 24 საათში დასრულდებოდა და ასეც მოხდა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსი“ – „რეალის“ მატჩი რომ არ გაიმართოს, ამის შანსი არსებობს, თუმცა არც ისე მაღალი, რადგან სატელევიზიო უფლებები უკვე გაყიდულია, - თქვა ჩეფერინმა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიური მედიის ცნობით, უეფას პრეზიდენტი განსაკუთრებით ფლორენტინო პერესისა და ანდრეა ანიელის მიმართ არის განრისხებული და საერთოდ არაა გამორიცხული, რომ „რეალი“ და „იუვენტუსი“ უეფამ ფინანსურად დასაჯოს ან ევროტურნირებიდან 1 წლით მოკვეთოს.

0.118756