მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უარი თქვა ყბადაღებულ ევროპის სუპერლიგაში თამაშზე, გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილოები არიან და მფლობელების - გლეიზერების ოჯახის კლუბიდან წასვლას მოითხოვენ.
დღეს დილიდან, ტრანსპარანტებმომარჯვებულმა ქომაგთა ჯგუფმა საწვრთნელი ბაზის ორივე შესასვლელი დაბლოკა და ხმაურით აიკლო იქაურობა. მერე ბაზის ერთ-ერთ მინდორეც შეაღწიეს და პროტესტი იქ გააგრძელეს.