ესპანური პრიმერას 32-ე ტურის მატჩში, „რეალმა“ სტუმრად „კადისს“ 0:3 მოუგო. მადრიდელთა კაპიტანმა, კარიმ ბენზემამ დუბლი მიითვალა და ერთიც ოდრიოსოლას გაატანინა. ეს საგოლე პასი მისთვის 88-ე გამოდგა ესპანეთის ჩემპიონატში.
ასე რომ, ამ მაჩვენებლით მან რეალისვე ყოფილ მთავარვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრო (პორტუგალიელს 87 ასისტი აქვს) და 21-ე საუკუნეში მადრიდელთა საუკეთესო ასისტენტი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბენზემა „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლიგა თუ მოიგო რეალმა კი მოიგებს ოქროს ბურთს არადა სულ ყ ს ვეძახი რაც თავი მახსოვს დდდდდდ წელს მართლა მაგარი სეზონი აქ და ბევრი რამე დაამტკიცა
87 პასი გააკეთა პენომ ლა ლიგაში?საღოლ)))მაგდენიც არ მეგონა ნაღდად თუმცა ნახევარზე მეტი ისეთი პასი იქნება პასი რომ არ უნდა ერქვას)))
მესის 191 პასი აქვს ლა ლიგაში ამ მომენტისთვის