აშშ-ის და ავსტრალიის ღია პირველობების იაპონელი ჩემპიონი ნაომი ოსაკა ამბობს, რომ მისი მიზანი, ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებაა. ამით ის ბავშვობის ოცნების ასრულებას შეძლებს.
23 წლის ჩოგბურთელი ამბობს, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობის შესახებ ბევრი იფიქრა.
„ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ბავშვობაში, როცა ვიღვიძებდი, მაშინვე ფავორიტ სპორტსმენთა გამოსვლას ვუცქერდი. ოლიმპიადებიდან ყველაზე მეტად, (უსაინ) ბოლტის სირბილი მახსოვს. ის ჩემი ფავორიტი სპორტსმენია. ჩემიც და მთელი ჩემი ოჯახისაც. მამაჩემს უყვარს მისი სირბილის ცქერა. ამიტომ სიამოვნებით ვუყურებდით მის გამოსვლებს. ოლიმპიადებზე ყველაზე მეტად, გახსნის ცერემონიები მომწონს. იქ ყველას ბედნიერი სახე აქვს. ტოკიოში ოლიმპიადის დროს, გამორჩეული ატმოსფერო იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს თამაშები სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში“, - ყვება ოსაკა.
მისი თქმით, ოლიმპიადაზე იაპონიის დროშით გამოსვლა, განსაკუთრებული პატივია. „მე აქ დავიბადა, ეს დედაჩემის სამშობლოა. და დარწმუნებული ვარ, აქ გამოსვლა საოცრება იქნება. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია“, - დასძენს ოსაკა.