ჭიდაობა

22:50 | 21.04.2021 | ნანახია 1442 - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში: საქართველო ოქროს გარეშე, მაგრამ 5 მედლით

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა, თუმცა უმაღლესი სინჯის არცერთი ყოფილა.

86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა თავდაპირველად იტალიელ სიმონე იანატონის 11:0 აჯობა, მერე პოლონელი სებასტიან იეზიერჟანსკი 5:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ბელარუს ალი შაბანაუს 3:2 აჯობა და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც ხვალ რუს არტურ ნაიფონოვს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:8 წააგო, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა იასპარეზა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს პირველივე წრეში, საკვალიფიკაციო ეტაპზე მთავარ კონკურენტ, თურქ ტაჰა აკგულთან მოუწია დაპირისპირება და 1:6 დამარცხდა. თუმცა, თურქი მოჭიდავე ფინალში გავიდა და გენომ რეპეშაჟში ბრძოლის შანსი მიიღო, სადაც პირველი შეხვედრა პოლონელ კამილ ტომაშ კოშჩიოლეკს მარტივად აჯობა (9:0), ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ბელარუსი ძიანის ხრამიანკუ 12:9 დაამარცხა და შედეგად, ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა.

61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ასპარეზობა ბელარუს ჯიმჩიკ რინჩინაუსთან ადვილი გამარჯვებით (12:0) დაწყო, რასაც მოლდოველ ლეომიდ კოლესნიჩთან გამარჯვება მოჰყვა (14:8). ნახევარფინალში ბექა უკრაინელ ანდრეი ჟელეპთან მარცხი განიცადა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი 9:7 დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, 20 აპრილს ბრინჯაოს მედლები ელიზბარ ოდიკაძემ და ნიკა კენჭაძემ მოიპოვეს. ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი ოქროს გარეშე, მაგრამ 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ვერცხლის მედალს სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ბრინჯაოს კი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) დაეუფლნენ.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:47 | 23.04.2021
Somelio (806)

რა ხდება ბერძნულ-რომაულში? მეგობარმა მითხრა რომ ვერ ვჭიდაობთო კარგად. აქაც, როგორც თავისუფლებში, ფიზიკაში ვართ სუსტებიო

12:43 | 22.04.2021
cimako (155)

რუსეთი ამ ევროპაზე მე-3-ე შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, ხოლო ჩვენ თითქმის პირველით, შედეგი ასახავს, როგორი სხვაობაა, ჩვენსა და მათ შორის, სანამ გვიან არ არის ვინმე სასწრაფოდ უნდა გამოიძებნოს, რომელიც გუნდს მოამზადებს ოლიმპიადისათვის, როგორც ფიზიკაში ასევე ტაქტიკურ-ტექნიკურად, მე-2-ე პერიოდში ჩვენებს ფეხზე დგომა უჭირდათ.
ოლიმპიადის შემდეგ შეცვლილი მწვრთნელთა შემადგენლობა დაგვიანებული იქნება, ოლიმპიადაზე მთავარი გამარჯვებაა, სხვა სინჯის მედალი ჩემთვის ნაკლებ მისაღებია.

11:17 | 22.04.2021
cimako (155)

გუნდი ოლიმპიადის წელს ასეთი მოუმზადებელი არ უნდა იყოს განსაკუთრებით ფიზიკური კონდიციები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, საჭიროა ფიზ. მომზადების პროგრამის შემუშავება თუ კი მწვრთელთა საბჭოს ამის უნარი შესწევს.

10:28 | 22.04.2021
Tsalenjikha (136)

ცუდია ოლიმპიადის წინ...მაგრამ იმედია ფიზიკაში მოიმატებს გენო და ოლიმპიადის ოქროშიც დაეწევა მართლაც უმაგრეს აკგულს,გვინდა რომ სულ გენომ მოუგოს მაგრამ მართლაც ძლიერი და ღირსეული მეტოქეა ტაჰა

10:24 | 22.04.2021
Tsalenjikha (136)

გენოზე რა ვიფიქრო არ ვიცი,ტაჰამ მოუმატა თუ გენომ მოუკლო,აშკარად აჯობა ტაჰამ,მგონი ორივე.

08:47 | 22.04.2021
jikha (947)

ლიცენზიებზე რა ხდება, მივამატეთ რამე?

08:36 | 22.04.2021
ogafa (10230)

ოლიმპიადაზე ოქრო გვინდა

23:07 | 21.04.2021
არჩილ სოხუმელი (2357)

აკგულმა დიდი უპირატესობით მოიგო ევროპის ჩემპიონობა. ოლიმპიადას ძალიან კარგ ფორმაში ხვდება. ჩვენმა ნაკრებმა ფიზიკაში უნდა მოუმატოს თორემ ოლიმპიადაზე ოქროს შანსი არა გვაქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131256