ბარსელონაში მიმდინარე ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარეს ლიდერებმა და გამარჯვება მოიპოვეს. ტურნირის პირველმა ნომერმა რაფაელ ნადალმა ბელარუსი ილია ივაშკა 3:6, 6:2, 6:4 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოდგა და მსოფლიოს მესამე ნომერს 111-ე პოზიციაზე მყოფი ჩოგბურთელის დასამარცხებლად ორი საათი და 21 წუთი დასჭირდა. შემდეგ შეხვედრას ნადალი კეი ნიშიკორსა და კრისტიან გარინს შორის საუკეთესოსთან გამართავს.
ტურნირის მეორე ნომერმა სტეფანოს ციციპასმა ხაუმე მუნარი 6:0, 6:2 დაამარცხა. ბერძენმა გასულ კვირას მონტე კარლოს მასტერსი მოიგო და რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა. სტეფანოსს ჩაწოდებაზე და მიღებაზე ყველაფერი გამოუვიდა და ესპანელის დასამარცხებლად 78 წუთი ეყო. ციციპასი შემდეგ შეხვედრას ალექს დე მინორთან გამართავს.
ტურნირის მესამე ნომერი ანდრეი რუბლიოვიც ჩაერთო საქმეში და რუსმა ფედერიკო გაიო 6:4, 6:3 დაამარცხა. რულიოვმა გასულ კვირას მონტე კარლოს მასტერსის ფინალი იტამაშა, თუმცა დაამარცხდა. რუსი ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია და მერვედფინალში ალბერტ რამოს ვინოლას დაუპირისპირდება.
ტურნირის მეათე ნომერმა ფელიქს ოჟე-ალიასიმემ ლორენცო მუზეტი 4:6, 6:3, 6:0 დაამარცხა. კანადელმა მესამე სეტი ჩინებულად ჩაატარა და საკმაოდ იოლად მოიგო. მერვედფინალში ოჯე-ალიასიმე დენის შაპოვალოვს შეხვდება, რომელსაც წელს მეორედ დაუპირისპირდება.