"ლესტერის" მტავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ "ტოტენჰემი" დიდი კლუბია, თუმცა ამჯერად მთლიანად "მელიების" წარმატებაზეა ფოკუსირებული და გუნდის დატოვებას არ აპირებს.
"ეს ფეხბურთია და ჭორები ყოველთვის გავრცელდება. "ტოტენჰემი" ფანტასტიკური და დიდი კლუბია, თუმცა "ლესტერზე" ვარ ფოკუსირებული. ჩვენი პროექტის განსახორციელებლად ბევრი გვაქვს სამუშაო. ბედნიერი ვარ იმით, რომ გამოწვევები გრძელდება. ჭორებს ვერ გააკონტროლებთ, თუმცა მე ეს არ მაინტერესებს." - ციტირებს Talksport-ი როჯერსის სიტყვებს.
19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ "ტოტენჰემმა" არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო მტავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიუ დაითხოვა. რაც შეეხება როჯერს, იგი "ლესტერს" 2019 წლიდან წვრთნის. მიმდინარე სეზონში "მელიები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვიან.