ფეხბურთი

22:38 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდს" სილვას დამატება სურს

დორტმუნდის "ბორუსია" პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელის ანდრე სილვას დამატებით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ერლინგ ჰოლანი გუნდს დატოვებს, "დორტმუნდი" შეეცდება სილვა გადაიბიროს. გერმანული კლუბი მზადაა "აინტრახტს" ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადოს.

სილვა ფრანკფურტულ გუნდს 2019 წელს "მილანიდან" იჯარის წესით შეუერთდა და "აინტრახტმა" 2020 წელს ფეხბურთელის ტრანსფერი განახორციელა. აღნიშნული გუნდის მაისურით ანდრემ 67 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 41 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონი ევროა.

0.112129