ფეხბურთი

14:40 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის ხარისხზე განცხადება გაავრცელა

ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე კვირა იუქმებს. რუსული გუნდის ვებგვერდმა 20 წლის ქართველი ფეხბურთელის დაზიანებაზე ბოლო ცნობა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ხვიჩას მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს და გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

„ხვიჩას დაუდგინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანება. გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ხვიჩას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და მოედანზე სწრაფად დაბრუნებას“, - წერია ოფიციალური განცხადებაში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ეკატერინბურგის „ურალთან“ მატჩის პირველ ტაიმში მეტოქესთან კონტაქტის გარეშე მიიღო. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი პერიოდი ისევ უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს, რადგან რუსეთის პრემიერლიგის დასრულებამდე მხოლოდ ოთხი ტურია დარჩენილი. გარდა ამისა, ორი დღის წინ ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა თქვა, რომ რისკზე წასვლას არ აპირებენ.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. „რუბინი“ ამჟამად სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას (მეორე ადგილს) მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი მატჩები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

0.117452