ფეხბურთი

2:50 | 21.04.2021 | ნანახია 1402 - ჯერ

სუპერლიგიდან ინგლისური გუნდები გავიდნენ

„ლივერპულმა“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, "ჩელსიმ", „არსენალმა“ და „ტოტენჰემმა“ ევროპის სუპერლიგა დატოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ამრიგად, 12 კლუბიდან სუპერლიგა უკვე ექვსმა გუნდმა დატოვა. ზემოხსენებულების გარდა, მანამდე ახალ ტურნირს „მანჩესტერ სიტი“ გამოეყო, რომელმაც პირველმა გადადგა ეს ნაბიჯი.

ბრიტანული მედია აქტიურად წერს, რომ „მილანიც“ სულ მალე დატოვებს. შედეგად, გამოდის, რომ პროექტმა ფიასკო ზუსტად 48 საათში განიცადა და სუპერლიგა არ შედგება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:42 | 21.04.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ხო იცოდნენ რო ეს პროტესტი იქნებოდა რატო გააკეთეს მაინც ეს

10:46 | 21.04.2021
lagashi (6738)

ო როგორი საშიშია ოხრად ფულის და გაუმაძღარი ბუნების პატრონი ადამიანი. კამფეტივით აწყობილი სისტემის დანგრევა და თავის ჭკუაზე ფულის საჭრელი სტანოკის აწყობა არ მოინდომა კაცმა?!!!!!!!!!!!!!!!!

არც რაგბი არც კალათბურთი და კიდევ რამდენი გუნდური სახეობის სპორტი ახლოსაც ვერ მივა ფეხბურთთან ისე არის დაორგანიზებული. ერთი ერთა ლიგას ვერ ავუღე ალღო მიუხედავად იმსა რომ კარგია მაინც უშნოდ გაეკვეხა ტრადიციულ შესარჩევ ტურნირებს.

09:17 | 21.04.2021
dobo (3)

ახლა ხომ გასაგებია როგორ იგებდა ბაბუ პერესის "რეალი" ჩემპიონთა ლიგებს ზედიზედ

08:34 | 21.04.2021
ღუტუნა (42)

ყოჩაღ UEFA-ს და ჩეფერინს, ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა. მაგრად რომ დაუდგა, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი.
კალათბურთში გვაქვს ანალოგიური ძალიან ცუდი შედეგი: თავის დროზე საკალათბურთო FIBA, ვერ დაუდგა ასევე მაგრად კალათბურთის ევროპულ გრანდებს და სუპერლიგის ჩამოყალიბების საშუალება მისცა, სადაც, როგორც ფეხბურთის სუპერლიგაში უნდოდათ ახლა, ძალიან ბევრ გუნდს მუდმივად აქვს გარანტირებული ადგილი. შედეგი, შედეგი კი ის არის, რომ ეს ბობოლა კლუბები მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე, ეროვნულ ნაკრებებში წამყვან კალათბურთელებს არ უშვებენ და ნაკრებებს უწევთ მეორე შემადგენლობებით თამაში შესარჩევებში, მათ შორის ჩევნს საკალათბურთო ნაკრებსაც.

07:25 | 21.04.2021
fidofido (3392)

არადა როგორ ბაქი ბუქობდი მკიდია უეფაო

07:24 | 21.04.2021
fidofido (3392)

ბაბუ პერეს ასე დღისით მზისით პირში მისცეს

0.139395