ფეხბურთი

0:04 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილი და ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ

უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“ გახდა, რომლის ღირსებას გიორგი ხარაიშვილი და ლაშა დვალი იცავენ. ამრიგად, ჩემპიონის ოქროს მედლები ქართველ ფეხბურთელებსაც ერგოთ.

„ფერენცვაროშმა“ 30-ე ტურში გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ 3:0 დაამარცხა და ტიტული ოფიციალურად გაინაღდა. ამ შეხვედრაში ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა, დვალი თადარიგში იმყოფებოდა, ხოლო ხარაიშვილი განაცხადში არ ყოფილა.

„ფერენცვაროშს“ 69 ქულა აქვს და უახლოესი მდევრებისთვის მიუწვდომელია, შედეგად, უნგრეთის ჩემპიონი ისტორიაში 32-ედ გახდა.

მიმდინარე სეზონში ლაშა დვალმა უნგრეთის ჩემპიონატში 18-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია, ის მესამედ გახდა უნგრეთის ჩემპიონი. გიორგი ხარაიშვილი კი გუნდს იანვარში შეუერთდა და 4 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.

0.117746