ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ პრველი კლუბი გახდა, რომელმაც ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად დატოვა. „ქალაქელთა“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
„მანჩესტერ სიტი“ ადასტურებს, რომ ოფიციალურად დაწყებულია სუპერლიგიდან გასვლის პროცედურები“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგა დაშლის პირასაა და მას სავარაუდოდ, უახლოეს ხანში კლუბების უმეტესობა დატოვებს.