ფეხბურთი

23:25 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლუბები სუპერლიგას ტოვებენ! პროექტი ჩაშლის პირასაა

ევროპის სუპერლიგის პროექტი შესაძლოა არ შედგეს! ბრიტანულ მედიაში ხმაურიანი ინფორმაცია ახლახან გავრცელდა. ტოპკლუბები ტურნირიდან გასვლაზე მუშაობენ.

ლონდონის „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „არსენალი“ სუპერლიგიდან გასვლაზე მუშაობენ და დოკუმენტებს ამზადებენ. იგივე ნაბიჯი გადადგეს „ატლეტიკომ“ და „ბარსელონამ“.

Talk SPORT-ის ცნობით, სუპერლიგის ფუძემდებელი 12-ვე კლუბის წარმომადგენელი დღეს შეიკრიბება და პროექტის გაუქმებაზე ისაუბრებს.

აღსანიშნავია, რომ იგივე წყარო სხვა სენსაციურ ცნობებსაც ავრცელებს, რაც ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. მაგალითად, გამოცემა იტყობინება, რომ ანდრეა ანიელიმ სუპერლიგის ჩავარდნის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტი დატოვა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა ედ ვუდვორდმა დატოვა.

0.117081