ფეხბურთი

20:57 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარი ლინეკერი პერესს: "ტაიმი 5 წუთი იყოს და რეკლამა - 45 წუთი"

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი ფლორენტინო პერესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ფეხბურთში სათამაშო დრო უნდა შემცირდეს და ქომაგებისთვის 90 წუთი დამღლელია.

„შესანიშნავი იდეაა. მოდით, ვითამაშოთ ორი 5-წუთიანი ტაიმი და 45 წუთი რეკლამა იყოს“, - დაწერა ტვიტერში ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.111898