ფეხბურთი

18:33 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "თუ წააგებ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ექნება, ის სპორტი აღარაა"

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ სუპერლიგაში გაწევრიანდა, მაგრამ მისი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ამ ტურნირის მომხრე არ არის. ესპანელს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ტურნირში კლუბებს ადგილი გარანტირებული ექნებათ.

„სუპერლიგის გარშემო სიტუაცია უნდა გაარკვიონ იმ ადამიანებმა, ვინც ამაზე არიან პასუხისმგებლენი. ისინი ვალდებულნი არიან, რაც შეიძლება სწრაფად აუხსნან მთელ მსოფლიოს თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. „აიაქსს“ ოთხჯერ თუ ხუთჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებელი, მაგრამ რატომ არ არის სუპერლიგაში ან ოდესმე იქნება? აუცილებელია ამის გარკვევა ყველა ჩვენგანისთვის. თითოეული კლუბი იცავს თავის პოზიციას.

ყველას თავისი ინტერესები აქვს, მათ შორის პრემიერლიგასა და უეფას და ისინი იცავენ ამ ინტერესებს. ჩვენთვის ამაზე საუბარი რთულია, რადგან ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა, შემიძლია იმაზე ვისაუბრო, რაც ვიცი. მე მხარს ვუჭერ კლუბს, ვინც ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ ჩემი მოსაზრებებიც მაქვს. როდესაც წარმატება გარანტირებული გაქვს და წაგებას აზრი არ აქვს, ის სპორტი აღარ არის“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.115805