ფეხბურთი

17:57 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" ფეხბურთელი: "ფეხბურთში პრინციპები აღარ იარსებებს, ეს კატასტროფაა"

ბერგამოს „ატალანტასა“ და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი რობინ გოსენსი ევროპის სუპერლიგის წინააღმდეგია. მან თავისი აზრი გერმანულ მედიასთან დააფიქსირა და თქვა, რომ მზადაა საპროტესტო აქციებში მონაწილეობაც მიიღოს.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთი სამუდამოდ შეიცვლება და იგივე აღარ იქნება. მთელ მსოფლიოში ხალხი კვდება, ფულის ნაკლებობაა, ეს 12 კლუბი კი ქმნის საკუთარ ლიგას და შეუძლიათ 100 ან 150 მილიონი ევრო ***** შეიყარონ. უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, რაში მდგომარეობს ეთიკა. სამწუხარო ის არის, რომ ეს მხოლოდ ფულის, ფულის და ფულის საკითხია.

ეს უდიდესი კატასტროფაა ფეხბურთისთვის, შოკში ვარ, რომ ეს რეალურად ხდება. ის ფაქტი, რომ სუსტს ძლიერთან გამარჯვება შეეძლო, ყოველთვის იყო ფეხბურთის საფუძველი. თუ „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ ყოველგვარი სპორტული შეჯიბრის დამსახურების გარეშე მიიღებს ტურნირში მუდმვად მონაწილეობის უფლებას, ფეხბურთის პრინციპები აღარ იარსებებს. ზიანი იმდენად დიდი იქნება, რომ ბევრი გულშემატკივარი დაუპირისპირდება და მე პროტესტში მაშინვე მივიღებ მონაწილეობას“, - თქვა გოსენსმა.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.123491