ფეხბურთი

17:28 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "სუპერლიგა? ეს ჩემი საქმე არაა, ჩემს აზრს ვერ დავაფიქსირებ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სუპერლიგის შესახებ თავისი აზრის დაფიქსირებაზე უარი თქვა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ეს მისი კომპეტენცია არ არის და კითხვებით ფლორენტინო პერესს უნდა მიმართონ.

„ეს არის საკითხი, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ეხება და ეს არის პრეზიდენტი პერესი. მე აქ ვარ მხოლოდ თამაშზე სასაუბროდ და არა სხვა რამეებზე. ყველა დანარჩენი ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, ჩემს აზრს ახლა არ მოგახსენებთ. ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია, გჯერათ თუ არა მართალია, მე მხოლოდ ფეხბურთელების ვარჯიში მომწონს“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.109736