ფეხბურთი

14:27 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ უოტკინსით დაინტერესდა

თავდასხმის გასაძლიერებლად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ლივერპული“ „ასტონ ვილას“ შემტევის, ოლი უოტკინსის შეძენას აპირებს - გვამცნობს Football Insider.

წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბის სკაუტებს ძალიან მოსწონებიათ 25 წლის თავდამსხმელის სისწრაფე და მიზანმიმართულობა.

უოტკინსი „ასტონ ვილაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა ჩემპიონშიფის „ბრენტფორდიდან“ 30 მილიონ ევროდ, რაც საკლუბო რეკორდია. მიმდინარე სეზონში მან ბირმინგემული კლუბის მაისურით ყველა ტურნირში 12 გოლი გაიტანა, აქედან - 4 „ლივერპულის“ კარში. მარტში ის ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს და სადებიუტო მატჩში, სან მარინოსთან (5:0), გოლიც გაიტანა.

0.108477