თამაშგარე

12:56 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

აქა ამბავი დამარცხებული გამარჯვებულისა

დიქტატურა რომ უცნაურ და ხშირ შემთხვევაში სასაცილო მარაზმში გადადის, განსაკუთრებულად ნათლად ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვიდეოში ჩანს, სადაც ასახულია ჩეჩნეთში ჩატარებული კრივის ბავშვთა ტურნირის ერთ-ერთი შეხვედრა, როდესაც ნათლად ვხედავთ, რომ ერთი მოზარდი მუშტებს მეორეზე აშკარად უკეთ იქნევს, თუმცა...

საქმე იმაშია, რომ შეხვედრის მსაჯმა ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერის რამზან კადიროვის შვილს ადამ კადიროვს დამარცხებულად აღიარება ვერ “გაუბედა“ და ისეთ შეხვედრაში გამოაცხადა გაამრჯვებულად, როდესაც შესვენებაზე გასვლამდე 13 წლის ადამი აშკარად ნაცემიც იყო, დამარცხებულიც და მეტოქის მიერ დაჯაბნილიც.

შესვენების შემდეგ რამზანის ვაჟის მეტოქემ, ვინმე ასლან ბიტაროვმა თავი დამარცხებულად გამოაცხადა და შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, რაც კრივის რუსი ფანებისთვის უცნაური და გულსატკენი ფაქტი გახდა. სხვათაშორის არცთუ იშვიათია, როდესაც ამგვარ ტურნირებზე რამზანის ვაჟს ამარჯვებინებენ და ეს სასაცილოცაა და სატირელიც.

https://www.youtube.com/watch?v=U6UVNkxY0cE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111982