სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

3:27 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "სუპერლიგის გარეშე ფეხბურთი 3 წელში მოკვდება, ეს არ არის დახურული ტურნირი"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა და ახლა უკვე სუპერლიგის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ვრცლად ისაუბრა ფეხბურთში დაგეგმილი ცვლილების შესახებ, რომელსაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.

ესპანელის განცხადებით, ეს ნაბიჯი გადადგმულია ფეხბურთის გადასარჩენად და თუ სუპერლიგა არ დაიწყებს მუშაობას, ფეხბურთი 2024 წელს მოკვდება. პერესის განცხადებით, ფეხბურთის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და უეფა მწვავედ გააკრიტიკა. თქვა, რომ ისინი არ უნდა იმუქრებოდნენ და უნდა საუბრობდნენ.

„ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანმა კლუბებმა უნდა მონახონ გამოსავალი იმ ცუდი მდგომარეობის მოსაგვარებლად, რომელშიც ფეხბურთი აღმოჩნდა. ჩვენ 5 მილიარდი ევრო დავკარგეთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც შემოსავალი აღარ არის. დავკარგეთ სტელევიზიო უფლებებიც.

მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად სუპერლიგის შექმნით შეგვიძლია ავინაზღაუროთ დაკარგული თანხა. გულშემატკივრებს მთელი მსოფლოს მასშტაბით საშუალება ექნებათ უყურონ დიდი კლუბების თამაშს ყოველ კვირაში.

ფეხბურთი უნდა განვითარდეს და პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა. გვინდა სუპერლიგით ფეხბურთი მომდევნო 20 წლის განმავლობაში გადავარჩინოთ. სუპერლიგის გარეშე ფეხბურთი 2024 წლისთვის მოკვდება. ჩემპიონთა ლიგა ინტერესს კარგავს, ეცემა სატელევიზიო უფლებებიც. ფეხბურთის ინტერესის მოზიდვა შესაძლებელია საუკეთესო კლუბების მატჩებით. სუპერლიგა მხოლოდ მდიდრების სურვილი არაა, უეფა კი მონოპოლიაა.

ეს არ არის დახურული ტურნირი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასში შესვლა. ხუთი გუნდი შეიძლება შევიდეს სპორტული დამსახურებით. ჩვენ უნდა ვისაუბროთ უეფასთან იმ ხუთი ადგილის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. მე არ მესმის, რატომ გადაწყვიტა უეფამ ჩემპიონთა ლიგის რეფორმა, ეს აბსურდია.

ფეხბურთელებს შეუძლია მშვიდად იყონ, არაფერი მოხდება და მათ ნაკრებში თამაშს ვერავინ აუკრძალავს. თუმცა, ძალიან ბევრი სანაკრებო თამაშია, რომელის შესახებ ხალხმა არც არაფერი იცის. ცვლილება საჭიროა, მე ვბერდები, მაგრამ ვიცი, საით უნდა ვიაროთ. ფეხბურთის ასე გაგრძელება არ შეიძლება. უეფა არ უნდა იმუქრებოდეს, უნდა საუბრობდეს. ჩემპიონთა ლიგიდან სუპერლიგის კლუბებს წელს ვერავინ მოხსნის. შეუძლებელია ეს მოხდეს. 100%-ით დარწმუნებული ვარ. შიდა ჩემპიონატები კი ჩვეულებრივ გაგრძელდება, მათ სუპერლიგასთან თანაარსებობა მშვენივრად შეუძლიათ. ჩეფერინიმ ანდრეა ანიელის შეურაცხყოფა მიაყენა. ეს არ შეიძლება. სიგიჟეა ისეთი მსოფლიოს დონის კლუბის პრეზიდენტზე მსჯელობა, როგორიც „იუვენტუსია“, უეფას მხრიდან ეს მიუღებელია.

ჩვენ გვსურს ისე გავაკეთოთ, როგორც კალათბურთში. თუ ბევრი ფული გვაქვს, ეს ყველას უნდა გავუნაწილოთ და არა მხოლოდ მდიდართა შორის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უეფასთან და ფიფასთან შეთანხმებას მივაღწიოთ, ისინი დავარწმუნოთ. თუ უეფასთან შეთანხმებას მივაღწევთ, აგვისტოდან სუპერლიგა დაიწყება“, - თქვა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112341