ფეხბურთი

1:08 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს მილნერი: "სუპერლიგა არ მომწონს და იმედია, ეს არ მოხდება"

ინგლისური „ლივერპულის“ ფეხბურთელი ჯეიმს მილნერი სუპერლიგის წინააღმდეგია. ინგლისელმა ნახევარმცველმა „ლიდს იუნაიტედთან“ (1:1) მატჩის შემდეგ თავისი პოზიცია არ დამალა და იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება.

„უამრავი კითხვა არსებობს. ჩემი პირადი აზრით, არ მომწონს და იმედია, ეს არ მოხდება. ცხადია, ჩვენთვის ძალან რთული იყო, თამაშისთვის ვემზადებოდით და გუშინ პირველად გავიგეთ. წარმომიდგენია ამ თემის შესახებ რა ითქვა და ალბათ უმეტეს ნაწილს ვეთანხმები.

ფეხბურთელებს სათქმელი არ აქვთ, ამიტომ, სტადიონზე მოსვლისას „ლიდსის“ ფანების დახვედრის გამო თავი უსამართლოდ ვიგრძენი, რადგან ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ მოვედით და სხვა დანარჩენზე კონტროლი არ გვაქვს. უნდა გავიდეთ მოედნაზე და სეზონი კარგად დავასრულოთ“, - თქვა მილნერმა.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.114072