ფეხბურთი

23:59 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "არ ვიცი ეს გუნდები ასე რატომ მოიქცნენ, ამიტომ ხალხის მესმის"

ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის შეხვედრა „ლიდს იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“ შორის მასპინძელთა მხრიდან საინტერესო პერფორმანსით დაიწყო.

„ლიდსის“ ფეხბურთელები ვარჯიშზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც ეწერა: ჩემპიონთა ლიგა? „გამოიმუშავეთ ეს“. ზურგზე კი მეორე წარწერა: „ფეხბურთი გულშემატკივრებისთვისაა“.

მატჩის წინ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს იდეა არც მას მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპული“ სუპერლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

„ხალხი ბედნიერი არ არის და მე ეს მესმის. 53 წლის ვარ - მას შემდეგ, რაც პროფესიონალურ ფეხბურტში ვარ, ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის არსებობდა. მე მომწონს ფეხბურთის კონკრეტული ასპექტი. მომწონს იდეა, რომ „ვესტ ჰემს“ შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. ეს არ არის ადვილი. არ ვიცი, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი 12-მა კლუბმა“, - თქვა კლოპმა.

0.115987