ფეხბურთი

23:13 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი", "ჩელსი" და "სიტი" შესაძლოა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგიდან გააგდონ

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონიდან შესაძლოა ოთხი ნახევარფინალისტიდან სამი მოიხსნას - „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“ და მადრიდის „რეალი“. ამის შესახებ პროგნოზი დანიის ფეხბურთის ასოციაციისა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა იესპერ მიოლერმა გააკეთა.

უფრო მეტიც, დანიელი საფეხბურთო მენეჯერი ელოდება, რომ უეფა სამივე გუნდის ტურნირიდან გაგდების გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს.

„ველოდები, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხული იქნება და ეს პარასკევს მოხდება. შემდეგ ვნახოთ როგორი იქნება ჩემპიონთა ლიგა. უეფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა პარასკევსაა დაგეგმილი“, - თქვა მიოლერმა.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.131507