საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი დასახელდა. სერბი კონკრეტულად ეროვნული ლიგის ვებგვერდმა გამოარჩია.
მარუშიჩმა, რომელიც საქართველოში პირველ სეზონს ატარებს, პირველ წრეში ცხრავე მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.
პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი გორის „დილას“ დამრიგებელ ანდრე დემჩენკოს ერგო, რომელიც ასევე პირველად მუშაობს საქართველოს ჩემპიონატში. „დილამ“ უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 17 ქულა დააგროვა და პირველი წრე მესამე პოზიციაზე დაასრულა.
გარდა ამისა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლური ნაკრებიც ცნობილია:
მეკარე: ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)
მცველები: ფაბიან სპორსკლედე (დინამო თბილისი), გურამ კაშია (ლოკომოტივი), ოლექსანდრ აზაცკი (დინამო ბათუმი), ვანდერსონი (დილა)
ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (დინამო თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ირაკლი ბიძინაშვილი (დილა)
თავდამსხმელები: თორნიკე კირკიტაძე (ლოკომოტივი), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი), იური ტაბატაძე (საბურთალო)
შეგახსენებთ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე ორი დღის წინ დასრულდა და სატურნირო ცხრილს 22 ქულით „დინამო თბილისი“ ლიდერობს.