ჭადრაკი

0:26 | 7.10.2014 | ნანახია 937 - ჯერ

წარმატებული სტარტი პუნეში

ინდოეთის ქალაქ პუნეში დაწყებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღეს ქართველმა მოჭადრაკეებმა – მერი არაბიძემ (2409) და ირაკლი ბერაძემ (2318).

გოგონათა ტურნირის პირველ ტურში არაბიძემ, რომელსაც მე-2 განთესვა გააჩნია, შავი ფიგურებით რუს კარინა აზიმოვას (2063) სძლია. ვაჟებში ბერაძემ თეთრებით ინდოელი მალგა სუდარშანი (2007) დაამარცხა.

მე-2 ტურში, რომელიც 7 ოქტომბერს ჩატარდება, არაბიძე თეთრი ფიგურებით ფილიპინების წარმომადგენელ ჯანელ მაე ფრაინას (2140) ეთამაშება, ხოლო ბერაძე შავებით – ირანელ პოუია იდანის (2517).

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი 13 ტურად მიმდინარეობს და 19 ოქტომბერს დასრულდება, შესვენებისთვის კი 13 ოქტომბერია გამოყოფილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:04 | 07.10.2014
3 სავანელი (1199)

წარმატებები

10:01 | 07.10.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია წარმატებიტვე გააგრძელებენ

0.127299