სტამბოლის „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა სუპერლიგის შექმნის იდეა დაიწუნა. გერმანელი ნახევარმცველის აზრით, ბავშვები მსოფლიოს ჩემპიონობასა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობენ.
„ბავშვები იზრდებიან მსოფლიოს ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ოცნებაში და არა სუპერლიგის. დიდი მატჩების ხიბლი ის არის, რომ ისინი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ტარდება და არა ყოველ კვირაში. ეს ნამდვილად ძნელი გასაგებია ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის“, - დაწერა იოზილმა ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.
სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მასე მეც ბევრ ვინმეს ვურჩევ ნაირ-ნაირ კლუბებს და არა მარტო ფეხბურთში. რა ავტორიტეტი კი აქვს ამ ჟურნალისტს, რომ ეგრევე დაუჯერონ და საბა ციმციმ გადაიყვანონ?
Vinme jurnalistis mosazreba rashi gvainteresebs an gvaimedebs?