თამაშგარე

13:06 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკელი “მუყაოს კაცი“ ცოლს დაშორდა

2018 წელს რუსეთში გამართულმა საფეხბურთო მუნდიალმა გულშემატკივართა მოლოდინი ბევრი კუთხით ვერ გაამართლა. თუმცა, რუსეთშიც ხდებოდა იმგვარი უცნაური ამბები, რაც შემდეგში ქომაგებსაც და მსოფლიო ბულვრულ მედიასაც წლების მანძილზე დაამახსოვრდათ და მეტიც - ამგვარ ამბებს გაგრძელებებიც კი აქვს.

ერთ-ერთი ასეთი ამბავია მექსიკელი ქომაგის, ვინმე ხავიერ ვეგას ისტორია, რომელიც ეჭვიანმა ცოლმა მექსიკის საფეხბურთო ნაკრების საქომაგოდ რუსეთში არ გაუშვა (რაც რუსი ლამაზმანების ფაქტორიდან გამომდინარე სრულიად გასაგებია) და ამის გამო, რუსეთში წასულმა მეგობრებმა მუყაოსგან ხავიერ ვეგას ფიტული დაამზადეს და მექსიკის ნაკრების მატჩებზე ამ ფიტულს გაატარებდნენ, რაც ცხადია საყოველთაო მხიარულების საგანი გახდა.

სულ უფრო ცოტა დრო რჩება ყატარში გასამართ მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატამდე. როგორც გაირკვა, ხავიერ ვეგა თავის ეჭვიან ცოლს ამ რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად გაშორებია და ყატარში ჩასვლაში ხელს უკვე ვეღარაფერი შეუშლის. თუმცა, ეჭვიანი ქალისთვის ქმრის ლამაზმანმრავალ რუსეთში და ისლამისტურ ყატარში გაშვება ერთნაირ საფიქრალს რომ არ წარმოადგენს - ფაქტია.

0.129042