კალათბურთი

1:00 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ყოფილ გუნდთან

ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ მალაგას „უნიკახას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 79:61 დაამარცხა. ქართველი ცენტრი კი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

გიორგიმ 23:35 წუთში 22 ქულა 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 13-დან 10 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და შედეგიანობით ორივე გუნდში მალაგელთა ფრანგ ლეგიონერ აქსელ ბუტელესთან ერთად საუკეთესო გახლდათ. შედეგად, ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში MVP-ის ტიტულს დაეუფლა.

„ლენოვო ტენერიფეს“ 24 გამარჯვებით და 6 მარცხით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი 21 აპრილს, „ბილბაოს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.113829