ჩოგბურთი

0:11 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასმა მონტე კარლოს მასტერსი მოიგო

სტეფანოს ციციპასმა მონტე კარლოს მასტერსის ფინალში, 71 წუთში დაამარცხა ანდრეი რუბლევი და კარიერაში პირველად გახდა მასტერსის სერიის ტურნირის ჩემპიონი. ბერძენმა ჩოგბურთელმა მთელი ტურნირი ისე ჩაატარა, რომ ერთი სეტიც არ დაუთმია.

ციციპასმა რუსი მეტოქე 6-3, 6-3 დაამარცხა და შეხვედრის განმავლობაში, მისთვის ბრეიკის შანსი ერთხელაც არ მიუცია. შეხვედრის დასაწყისშივე მან ბრეიკს მიაღწია. პირველ სეტში ეს ერთადერთი ბრეიკი იყო. საინტერესოა, რომ მთელი სეტის განმავლობაში, ციციპასმა თავის მოწოდებაზე, მეტოქეს მხოლოდ ორი ქულა დაუთმო.

ციციპასმა მეორე სეტში მეტოქის მოწოდება მესამე გეიმში მოიგო და 2-1 დაწინაურდა. და ეს სეტიც უბრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე.

„მონტე კარლოში დაუვიწყარი კვირა გავატარე. ჩემს გრძნობებს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ჩვენ ორივემ დავიმსახურეთ ფინალში თამაში. და საოცარი ბრძოლა გავმართეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო კვირა იყო“, - განცხადა ციციპასმა, ვინც რუბლევთან როტერდამის ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა.

0.124064