ძიუდო

19:33 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაურმა ქართული ფინალი მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ეს თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რადგან 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა ლაშა ბექაურსა და ბექა ღვინიაშვილს შორის.

მათ ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგეს. ბექაურმა ფრანგი ალექსის მატეუ, ებრაელი ლი კოჩმანი, სერბი ნემანია მაიდოვი და თურქი მიხაელ ზგანკი დაამარცხა, ხოლო ღვინიაშვილმა ესტონელ კრისტოფერ კალიულაიდს, რუმინელ ალექს კრეტს, უნგრელ კრისტიან ტოტსა რუს მიხაილ იგოლნიკოვს აჯობა და ქართული ფინალიც შედგა, რომელიც დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ლაშა ბექაურმა შეხვედრის დასრულებამდე 51 წამით ადრე იპონით მოიგო, რის შედეგადაც ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ღვინიაშვილს ვერცხლით მოუწია დაკმაყოფილება.

საქართველოს აქტივში ამ დროისთვის 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალია, ხოლო დღეს კიდევ არსებობს 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი.

0.114329